Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიაში ალეგრის იუვედან წასვლაზე ალაპარაკდნენ…

იუვენტუსმა ჩელსისთან განცდილი უმძიმესი მარცხის შემდეგ სერია ა-ში ბერგამოს წინააღმდეგაც დაკარგა ქულები და თუ აქამდე იტალიაში ალეგრის მიმართ კრიტიკა ისმოდა, ახლა უკვე მისი გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მარჩელო ჩირიკოს ინფორმაციით, მაქს ალეგრის კონტრაქტში არის მითითებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ ის იუვენტუსში ყოფნის მეორე სეზონში გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ტურინელებს მისი კონტრაქტის გაწყვეტა შეეძლებათ.

ალეგრი სერია ა-ში მოურინიოსთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია, ის წლიურად 7 მილიონს გამოიმუშავებს, ამიტომ ჯერჯერობით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ტურინელებმა ის გაუშვან, თუმცა ფაქტია, რომ ალეგრის გუნდის კრიზისიდან გამოყვანა მოუწევს, ამასობაში კი ტვიტერზე #AllegriOut წლების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა…