Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიაში მილანის ულტრასების ლიდერი დააკავეს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის ულტრასების დაჯგუფება Curva Sud-ის ლიდერი ლუკა ლუჩი და მისი რამდენიმე წევრი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად იტალიაში მაროკოდან და სამხრეთ ამერიკიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა ედებათ.

გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.