Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიაში სერია ა-ს სტარტის გადადებაზე ალაპარაკდნენ

იტალიის ფეხბურთის სამედიცინო შტაბის უფროსის, პროფესორი ჯანი ნანის თქმით, თუ ვირუსის შემთხვევები ფეხბურთელებში ასეთი ტემპით გაიზრდება, ფედერაციას სეზონის სტარტის გადადება მოუწევს.

უსაფრთხოების პროტოკოლი პანდემიის შემდეგ კარგად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები და გუნდის სტაფი შვებულებებში გავიდნენ, ვირუსის დადასტურებული შემთხვევები დღითი დღე იზრდება.

გუშინ ღამე ტესტის პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა ახლად აღზევებულ ბენებეტოსა და კალიარიში.

„ჩვენ ძალიან ვღელავთ და ამის დამალვას აზრი არ აქვს. თუ შემთხვევები ზრდას გააგრძელებს და ისეთ დონეს მიაღწევს, რომ რომელიმე გუნდს წინა სასეზონო მომზადებაში ხელს შეუშლის, ამ შემთხვევაში ჩვენ სერია ა-ს სტარტის გადადებაზე ვიმსჯელებთ.

„სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ფეხბურთელებს, რომ ხალხმრავალი ადგილებისგან თავი შეიკავონ. მესმის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სახლში ყოფნას ვერ აიძულებ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ისინი ყველა ზომას მიიღებენ იმისთვის, რომ ვირუსის შემთხვევები აღარ გაიზარდოს და სერია ა-ც დაგეგმილ დღეს დავიწყოთ.“

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით სერია ა-ს მომავალი სეზონის სტარტი 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.

Leave a Reply

Your email address will not be published.