იტალიაში სტადიონებზე მაყურებლების დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური ფეხბურთის ფედერაცია სტადიონების გახსნის გეგმაზე მუშაობს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ მარტის ბოლომდე იტალიაში კორონა ვირუსის დადებითი შემთხვევების დინამიკა კლებას გააგრძელებს, სტადიონებზე 1,000 გულშემატკივარს მატჩზე დასწრების საშუალებას მისცემენ, ევროპის ჩემპიონატზე კი სტადიონების 30 პროცენტით გახსნას განიხილავენ.