Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიაში 26 ფეხბურთელი აიცრა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაადასტურა, რომ 26 ფეხბურთელი, რომელიც სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატზე აძურის განაცხადში იქნება, აიცრა.

ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს რომში, სტადიო ოლიმპიკოზე დაიწყება, როდესაც იტალია თურქეთის ნაკრებს მიიღებს.

„მინდა იტალიის მთავრობას მადლობა გადავუხადო იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჩატარების საშუალება მოგვცა და მოგვცემს საშუალებას, ჩვენ უსაფრთხოდ ვიმუშაოთ.

„დღეს რომში 12, მილანში კი 14 ფეხბურთელი აიცრა და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ვაქცინის მიღებას ქვეყნის თითოეული მოქალაქე მოახერხებს და გულშემატკივრები ამ საფეხბურთო ზეიმით სიამოვნებას უშუალოდ სტადიონებზე მიიღებენ.“