Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალია – ბელგია სტატისტიკა

გუშინ ბელგიამ დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიის დამარცხება მოახერხა და მისი მომდევნო ემტოქე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალია იქნება. შეხვედრა 2 ივლისს გერმანიაში, 2 ივლისს, Allianz Arena-ზე გაიმართება.

იტალია და ბელგია აქამდე ერთმანეთს 22-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 14 იტალიის გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ გუნდებმა ფრე ითამაშეს და 4-ჯერ ბელგიელებმა იმარჯვეს.

აძურიმ 22 შეხვედრაში 43 გოლის გატანა მოახერხა და 24 გოლი გაუშვა.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 13 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ, როდესაც იტალიას სათავეში ანტონიო კონტე ედგა, მაშინ იტალიამ ემანუელე ჯაკერინის და გრაციანო პელეს გოლებით 2 – 0 იმარჯვა.

ევროპის ჩემპიონატზე ბელგიამ იტალია მხოლოდ ერთხელ, 1972 წლის მაისში, 2 – 1 დაამარცხა.