Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალია – ესპანეთი სტატისტიკა

სამშაბათს, 6 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს იტალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ამხანაგური მატჩების ჩათვლით, გუნდები ერთმანეთს აქამდე 37-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 13 ესპანეთის, 11 კი იტალიის გამარჯვებით დასრულდა, 13-ჯერ გუნდებმა ფრე ითამაშეს.

გოლების მხრივ სრული ბალანსია, ორივე გუნდს 51 გატანილი და ამდენივე გაშვებული გოლი აქვს.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ, როდესაც პირველი შეხვედრა იტალიაში 1 – 1 დასრულდა, განმეორებით მატჩი კი ესპანეთში აძურიმ 3 – 0 დათმო.