Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიას 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს და შესაბამის პროექტზე უკვე მუშაობს.

თავიდან იტალია 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავდა, თუმცა ახლა მათ უფრო ამბიციური გეგმა აქვთ და იმედოვნებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას მოიპოვებენ.

ბოლოს იტალიაში უმაღლესი რანგის ტურნირი 1990 წელს ჩატარდა, როდესაც მათ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლეს.

ბოლოს იტალიაში სტადიონებს რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია სწორედ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში ჩაუტარდათ და იტალიური ფეხბურთის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ადგილობრივ მთავრობას სტადიონების განახლებისკენ უბიძგებს, რაც შემდგომში გუნდების შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის…