იტალია რეიტინგში დაწინაურდა
25-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა.
აძურიმ მე-11 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და ათეულში არგენტინას, ურუგვაის და მექსიკის ნაკრებებს გადაასწრო.
2018 წელს, როდესაც რობერტო მანჩინიმ აძური ჩაიბარა, იტალია რეიტნგში 21-ე ადგილზე იმყოფებოდა.
FIFA-ს რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ ბელგიის ნაკრებია, რომელსაც საფრანგეთი, ბრაზილია, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი და იტალია მოსდევენ.