Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალია FIFA-ს ტოპ 10-ში დაბრუნდა

ოთხი წლის შემდეგ პირველად, იტალიის ნაკრები ფიფას რეიტინგის ათეულში დაბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკუადრა აძურა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ კალათაში იქნება განთესილი.

აძურიმ ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად ითამაშა. გუნდი უკვე 2 წელია დაუმარცხებელია და ეს სასიამოვნო სიახლე მანჩინის დაბადების დღეზე გავრცელდა.

იტალიის გარდა, საუკეთესო 10 მექსიკაც შეუერთდა, პოზიციები კი ხორვატიამ და კოლუმბიამ დაკარგეს.

ბელგია პირველ ადგილს ინარჩუნებს, მათ საფრანგეთი, ბრაზილია, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, არგენტინა, ურუგვაი, მექსიკა და იტალია მიყვებიან. მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა მომდევნო თვეში გაიმართება.