Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიელი ჟურნალისტი:“ სუნინგი ამ სატრანსფერო ფანჯარაზეც დიდი თანხის დახარჯვას აპირებდა, თუმცა…“

იტალიელი ჟურნალისტის, მარკო ბელინაცოს მტკიცებით, გასული სატრანსფერო ფანჯრის მსგავსად, Suning Group ტრანსფერებში ახლაც დიდი ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა, თუმცა პანდემიამ სიტუაცია შეცვალა.

„პანდემიამ ისეთი გიგანტი კომპანიაც კი, როგორიც Suning-ია, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდო. მათ არ სურთ, რომ ინტერში ინვესტიციების ჩადება შეაჩერონ,  თუმცა ახლა მათ სხვა გზა არ აქვთ.

„იმისთვის, რომ ინტერი იუვენტუსს და სხვა ევროპულ გიგანტებს გაუთანაბრდეს, მათ უკეთესი სპონსორები უნდა იპოვონ, ამისთვის კი გამორჩეული პროექტი და გამარჯვებები გჭირდება. იუვენტუსში მაროტა ყოველთვის მცირე ბიუჯეტით ხელმძღვანელობდა, თუმცა გუნიდის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობის და ნდობის წყალობით, მათ ერთად დღევანდელი იუვე ააშენეს.“

ცნობისთვის, ინტერის მფლობელ კომპანიას, Suning Group-ს, ჩინეთის მთავრობამ პირდაპირი ბრძანებით აუკრძალა, რომ პანდემიის გამო შექმნილი რთული სიტუაციის ფონზე ქვეყნისთვის არასაჭირო ინვესტიციისგან თავი შეიკავონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერაძურის ფეხბურთელების საყიდლად ჯერ მათი გასხვისება მოუწევთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.