Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის და ნაპოლის კიპერი ტრავმირებულია

ნაპოლიმ დაადასტურა, რომ კარის დარაჯმა ალექს მერეტმა ტრავმა მიიღო და მან აძურის რიგები დატოვა.

25 წლის კარის დარაჯს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთის, შვეიცარიის და ლიტვის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ზურგის ტრავმის გამო მას ნაკრების დატოვება მოუწია.

მერეტის დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ მას რამდენიმე კვირა გაუცდება.