Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის დერბი პოგბასთვის?

იტალიური მედიის მტკიცებით,მილანის ინტერი პოლ პოგბასთვის იბრძოლებს.

ფრანგი ვარსკვლავის მანჩესტერიდან წასვლის საკითხი,ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მისი სამსახურით იუვენტუსი,რეალ მადრიდი და პსჟ ინტერსდებიან.

იუვენტუსისგან განსხვავებით,რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ტრანსფერში სხვადასხვა ფეხბურთელების ჩართვა,ინტერი პირდაპირ ფულის გადახდას აპირებს.

იკარდისა და ივან პერეშიჩის გაყიდვით,ინტერი 100 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს და ამ თანხის პოგბაში დაბანდებას აპირებს.

მიუხედავად ტრავმებისა,პოგბას მსურველები არ აკლია,თუმცა გავრცელებული ინფორმაციით,პოლს იუვენტუსში დაბრუნება სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.