Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიის მთავრობამ სერია ა-ს პრეზიდენტი უარით გაისტუმრა

გასულ კვირას სერია ა-ს პრეზიდენტმა, პაოლო დალ პინომ იტალიის მთავრობას თხოვნით მიმართა, რომ მათ სერია ა-ს გუნდებისთვის 600 მილიონი ევრო გამოეყოთ და ამის გარდა შემოსავლების გადასახადი დროებით შეემცირებინა.

რამდენიმე წუთის წინ, იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მთავრობა დალ პინოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. მათი განმარტებით, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ფეხბურთი ქვეყნისთვის პრიორიტეტული არ არის და ამის გარდა, ქვეყნის მთავრობა არც შემოსავლების გადასახადის შემცირებას გეგმავს.

კორონა ვირუსის გამო იტალიური გუნდები იმდენად ცუდ მდგომარეობაში არიან, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით სერია ა-ში მოთამაშე 20 გუნდიდან 15-ს ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდა უჭირთ…