იტალიის მთავრობა დათმობაზე წავიდა
იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და 4 მაისიდან ყველა გუნდს ვარჯიშის საშუალება ექნება.
აქამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად,გუნდური ვარჯიშები მხოლოდ 18 მაისიდან იყო დაშვებული,თუმცა დიდმა კრიტიკამ და ზეწოლამ,როგორც ჩანს შედეგი იქონია და იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა.
მიუხედავად ვარჯიშის განახლებისა,სეზონის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია და როგორც უკვე მოგახსენეთ,იტალიის პრემიერ-მინისტრსა და სპორტის მინისტრებს შორის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა ყველაფერი.
შეგახსენებთ,რომ იტალიის ოცივე გუნდმა სეზონის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.