Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიის მთავრობა სერია ა-ს შეწყვეტას განიხილავს

სერია ა-ში მომრავლებული კორონა ვირუსის შემთხვევების გამო, იტალიის მთავრობამ იტალიის ჩემპიონატის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

მოგეხსენებათ, ჯენოას 14 წევრს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ, მათგან 11 ფეხბურთელი იყო, რომელთა შორის 6 ნაპოლისთან მატჩში მონაწილეობას იღებდა.

იტალიის მთავრობა ნაპოლის ფეხბურთელების ტესტის პასუხების მოლოდინშია და Repubblica-ს ინფორმაციით, დადებითი პასუხების შემთხვევაში სერია ა მინიმუმ 2 კვირით შეწყდება.