Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის მსაჯთა ასოციაციის თქმით, მილანის და ატალანტას გოლები სწორად გაუქმდა

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, სერია ა-ს თითქმის ყველა ტურის შემდეგ მსაჯების და VAR-ის მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა ხშირად ისმის და გამონაკლისი არც გასული ტური ყოფილა.

ამჯერად უკმაყოფილები მილანის და ატალანტას წარმომადგენლები დარჩნენ, ორივე მათგანს გოლები თამაშგარეს გამო გაუუქმეს, რის გამოც გუნდების მწვრთნელებმა პროტესტი ღიად დააფიქსირეს, თუმცა იტალიის მსაჯთა ასოციაცია მათ არ ეთანხმება.

AIA (Associazione Italiana Arbitri)-ს თქმით, VAR-ის ორივე გადაწყვეტილება სწორი იყო და ერთადერთი შეცდომა გახლდათ ის, რომ ატალანტას გოლის დროს მთავარმა არბიტრმა გადაწყვეტილება უშუალოდ VAR-ის კარნახით მიიღო და მან მონიტორზე აღნიშნული ეპიზოდი არ შეამოწმა.