Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე ცნობილია

UEFA-მ ერთა ლიგის საბოლოო ოთხეულის წილისყრა გამართა, რომელშიც იტალიის ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება.

აძურიმ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნგრეთს, გერმანიას და ინგლისს აჯობა, რითიც პირველი ადგილი დაიკავა და ესპანეთს, ნიდერლანდებს და ხორვატიას შეუერთდა.

ფინალური ოთხეულის მატჩები ნიდერლანდებში გაიმართება, კალენდარი კი ასე გამოიყურება:

ესპანეთი – იტალია: 15 ივნისი
ნიდერლანდები – ხორვატია – 14 ივნისი
მესამე ადგილისთვის მატჩი – 18 ივნისი
ერთა ლიგის ფინალური მატჩი – 18 ივნისი