Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ნაკრების წაუგებელი სერია დასრულდა

აძურიმ მილანში 1925 წლის შემდეგ პრიველი მატჩი წააგო, რითიც რეკორდული 37-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.

იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა 1 – 2 დათმო. იტალია პირველ ტაიმში ერთი ბურთით უკან იყო, როდესაც გუნდს ლეონარდო ბონუჩი გაუძევეს, რამდენიმე წუთში კი ფურია როხამ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში ლორენცო პელეგრინის გოლით აძურიმ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და იტალიამ 2018 წლის 10 სექტემბრის შემდეგ პირველი მარცხი იგემა.