Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ნაკრები 3 ბრაზილიელის გამოძახებას გეგმავს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს, რომ კალიარის ფორვარდმა ჟოაო პედრომ, რომას მცველმა როჯერ იბანესმა და ლაციოს უკანახაზელმა ლუის ფელიპე აძურის რიგებში თამაშის უფლება მიიღონ.

იტალიის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფის გავლა მოუწევს. იტალიის მეტოქეები ხვალ, წილისყრის შედეგად გაირკვევა.

აქამდე იტალიურ მედიაში მხოლოდ ჟოაო პედროს სახელი ვრცელდებოდა, თუმცა როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაადასტურა, რობერტო მანჩინის ნაკრებში ასევე იბანესი-ფელიპეს დუეტის ხილვაც სურს.