Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ნაკრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

ჩირო იმობილემ და ლორენცო ინსინიემ იტალიის ნაკრები დატოვეს და ისინი დღეს გასამართ მატჩში ლიტვის წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ნიკოლო ძანიოლოს თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

ნაპოლის კაპიტანმა აძური პერსონალური მიზეზების გამო დატოვა, ჩირო იმობილესა და ნიკოლო ძანიოლოს ტრავმებთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეთ და სამწუხაროდ ჩიროს თამაში უვკე საბოლოოდ გამოირიცხა.

ჯერჯერობით უცნობია ძანიოლოს სიტუაცია, რომელმაც გუშინ ბოლო სავარჯიშო სესია გამოტოვა და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო აძურის მარკო ვერატი და ლორენცო პელეგრინი უკვე გამოაკლდნენ.