Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ნაკრებში ტრავმიანობა გრძელდება…

აძურის ნახევარმცველმა ლორენცო პელეგრინიმ კუნთის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით ის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვეღარ მოახერხებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომას ფეხბურთელმა დაზიანება გუშინდელი სამწვრთნელო სესიის დროს მიიღო და 24 წლის ფეხბურთელის გამოკვლევებმა კუნთის ტრავმა დაადასტურეს.

წყაროს ცნობით, პელეგრინის ფიორენტინას ნახევარმცველი გაეტანო კასტროვილი შეცვლის, რომელის კოვერჩიანოს ბაზაზე უკვე გამოცხადდა.