Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ავსტრიასთან

ჯორჯო კიელინიმ აძურისთან ერთად ვარჯიში განაახლა და ტრავმა აღარ აწუხებს, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით მანჩინი კაპიტანის ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს და ის განაცხადში კი იქნება, თუმცა ძირითადში მისი ნახვა ნაკლებად მოსალოდნელია.

ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება ალესანდრო ფლორენცი და მის ადგილს სავარაუდოდ კვლავ ჯოვანი დი ლორენცო დაიკავებს.

მანჩნის სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ნახევარდაცვაში მოუწევს. მანუელ ლოკატელიმ ვერატის ტრავმით ისარგებლა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ახლა მარკო დაბრუნდა და მანჩნის მათ შორის ერთ-ერთის სათადარიგოთა სკამზე დატოვება მოუწევს.

იტალიის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთია:

დონარუმა; დი ლორენცო, აკერბი, ბონუჩი, სპინაცოლა; ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი; ბერარდი, იმობილე, ინსინიე