Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიის სპორტის მინისტრი:“ ჯერჯერობით სერია ა-ს შეჩერებას არ ვაპირებთ“

იტალიის სპორტის მინისტრის, ვინჩენცო სპადაფორას თქმით, სერია ა-ს შეწყვეტა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

მას შემდეგ, რაც ჯენოაში კორონა ვირუსის 14 დადასტურებული შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, არაერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერია ა-ს შეწყვეტა ემუქრებოდა.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ჯერჯერობით ჩემპიონატის შეჩერებას არ ვაპირებთ. არსებული პროტოკოლი ძალიან კარგად მუშაობს და ერთ გუნდში მომხდარი შემთხვევები მათი გამკაცრების საფუძველს არ გვაძლევს.“