იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ იუვენტუსის 15 ქულით დაჯარიმების მიზეზი გაასაჯაროვა
როგორც დაანონსებული იყო, FIGC-ს აპელაციური სასამართლოს წარმოამდგენლებმა იუვენტუსის 15 ქულით დაჯარიმების მიზეზი გამოაქვეყნეს (სრული განცხადება იხილეთ აქ).
იუვენტუსის ტიფოზები, ჟურნალისტები და ბიანკონერის ადვოკატები ასეთი მძიმე სასჯელის დეტალური ახსნის მოლოდინში იყვნენ, თუმცა ფედრაციამ საკმაოდ მწირი განცხადება გააკეთა.
„იუვენტუსმა სპორტული დისციპლინარული დანაშაული ჩაიდინა, რომელსაც საკმაოდ სერიოზულად და განმეორებით იყენებდა, ამიტომ სასამართლომ ასეთი განაჩენის გამოტანა გადაწყვიტა.“
ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სასამართლომ მტკიცებულებად საიდუმლო ჩანაწერები და ფაბიო პარატიჩის ეგრედწოდებული ‘შავი წიგნი’ გამოიყენა.
როგორც იუვენტუსმა ოფიციალურად დააანონსა, ბიანკონერი CONI-ს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და ქულების სრულად დაბრუნებას მოითხოვს.