Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ანტი-სუპერ ლიგის კანონი მიიღო

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ მომავალში სუპერ ლიგის მსგავსი პროექტის პრევენციის მიზნით ახალი კანონი მიიღეს.

1) გუნდები, რომლებიც ისეთ ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც UEFA და FIFA არ აღიარებენ, იტალიის არც ერთ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ექნებათ.

2) გუნდები, რომლებიც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თანხმობის გარეშე ამხანაგურ მატჩებში ან ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას, არც ერთ იტალიურ ჩემპიონატზე არ დაიშვებიან.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი, ბარსელონა და მადრიდის რეალი სუპერ ლიგის დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებენ და UEFA-მ დისციპლინური გამოძიება სამივე გრანდის წინააღმდეგ უკვე წამოიწყო. მათ ფულად ჯარიმებთან ერთად ევროპული ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთა ემუქრებათ…