Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით ახალ კანონზე მუშაობს

სანამ ფინანსური პოლიცია სერია ა-ს რამდენიმე გუნდის საბუთებს სწავლობს, რომლებსაც ფეხბურთელების გაცვლების გამოყენებით კაპიტალის ხელოვნურად ზრდას ედავებიან, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მომავალში ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად ახალ კანონს ამზადებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით 2022/23 წლიდან მოყოლებული ბარტერები, რომლებშიც მხოლოდ ფეხბურთელები იქნებიან გამოყენებულები და გუნდებს ფულის გადახდა არ მოუწევთ, კაპიტალის ზრდაში აღარ ჩაეთვლება. ეს კანონი ფეხბურთელების ფასების ხელოვნურად ზრდას სრულიად გამოუსადეგარს გახდის და მომავალში ასეთ სიტუაციას გუნდებს და ფედერაცაის თავიდან აარიდებს.