იტალიური მედია ინტერი – იუვენტუსის მთავარ არბიტრს აფასებს
იტალიური სპორტული გამოცემების აზრით, იუვენტუსს გუშნდელ მატჩში დადებული პენალტი მართლაც ეკუთვნოდა.
ნერაძურის კარში 11-მეტრიანი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ეშლი იანგმა ხუან კუადრადოს მხარზე დაქაჩა.
Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ეს 11-მეტრიანი სამართლიანი იყო, თუმცა აქვე დასძინა, რომ ნოემბერში ინტერი – პარმას მატჩში ნერაძურის ზუსტად იგივე ეპიზოდში პენალტი არ დაუდეს, როდესაც ბოტონდ ბალოგმა ივან პერიშიჩზე თამაშის წესები დაარღვია.
Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, კალვარეზეს არტურო ვიდალი მეორე ნახევარში მოედნიდან უნდა გაეძევებინა, ალექს სანდროს და მატეო დარმიანს კი ყვითელი ბარათები არ ეკუთვნოდათ.
კალვარეზეს რეიტინგები:
Gazzetta dello Sport: 6.5
Corriere dello Sport: 6.5
Tuttosport: 6.5