Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური მედია იუვე – ინტერის არბიტრს აკტირიკებს…

იტალიურ მედიაში ჯანპაოლო კალვარეზეს მუშაობა, რომელიც იუვენტუსი – ინტერის მატჩს სჯიდა, 3 ქულით შეაფასეს.

კალვარეზემ უამრავი შეცდომა დაუშვა და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ერთადერთი მომენტი, როდესაც მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ბროზოვიჩის წითელი ბარათი იყო.

წყაროს ინფორმაციით, არბიტრს ბენტანკურისთვის წითელი ბარათი არ უნდა ეჩვენებინა, ინტერის კარში კი მეორე 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.