იტალიური მედია ლაუტარო მარტინესის ცუდ თამაშს ბარსელონას უკავშირებს

ინტერის არგენტინელმა შემტევმა გუშინდელ შეხვედრაში არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,მარტინესი წასვლაზე ფიქრობს და გონებით უკვე ბარსელონას ფეხბურთელია.

გამოცემის ცნობით,22 წლის არგენტინელი ესპანელებს თითქმის ყოველ დღე ესაუბრება და იმასაც არ გამორიცხავს,რომ მარტინესმა ბარსელონაში გადასვლის სურვილი საჯაროდ დააფიქსიროს.

ახლა ყველაფერი ანტონიო კონტეს გადაწაყვეტია,ღირს თუ არა ისეთი მოთამაშის გუნდში დატოვება,რომელსაც სხვაგან მიუწევს გული და შეძლებს თუ არა იტალიელი სპეციალისტი,დარჩენილ ტურებში მარტინესისგან მაქსიმალური მიიღოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.