Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიური მედია მაურიციო მარიანის აკრიტიკებს

Corriere dello Sport-ი გუშინდელი დერბის მთავარი არბიტრის, მაურიციო მარიანის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

გამოცემის მტკიცებით, ის ვალდებული იყო ფრანკ კესი მოედნიდან გაეძევებინა. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, აშრაფ ჰაკიმიზე საკმაოდ უხეშად ითამაშა და Corriere-ს ინფორმაციით, კესი მინიმუმ ყვითელს და მოედნის ვადაზე ადრე დატოვებას იმსახურებდა.

გამოცემა ასევე იხსენებს რომელუ ლუკაკუს საჯარიმოში ვარდნასაც, როდესაც ის სიმონ კიაერთან კონტაქტის შემდეგ მინდორზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯმა 11-მეტრიანი არ დააფიქსირა.