Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიური მედია მილანი – იუვენტუსის არბიტრს აკრიტიკებს

მასიმილიანო ირატის, რომელმაც მილანი – იუვენტუსის მატჩში იმსაჯა, წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემების კრიტიკა დაიმსახურა. 10-ბალიანი სისტემით Gazzetta dello Sport-მა და Corriere dello Sport-მა 4.5, Tuttosport-მა კი 4 ქულით შეაფასა.

სამივე წყარო შეთანხმდა იმ ფაქტზე, რომ მილანის გოლი უნდა გაუქმებულიყო, რადგან ჰაკან ჩალჰანოღლუმ ადრიენ რაბიოზე თამაშის წესები აშკარად დაარღვია.

საპირისპირო მხარეს კი როდრიგო ბენტანკური, რომელმაც სამუ კასტილეხოს წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, მეორე ყვითელ ბარათს და მოედნიდან გაძევებას იმსახურებდა.

Gazzetta dello Sport-ის და Corriere dello Sport-ის აზრით კი მსაჯს თამაშის მიწურულს იუვენტუსის კარში ადრიენ რაბიოს ბრაჰიმ დიასზე თავდასხმის გამო 11-მეტრიანი უნდა დაენიშნა.