Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური მედია მილანი – ნაპოლის მთავარ არბიტრს აფასებს

Gazzetta dello Sport-ის აზრით, მილანს 11-მეტრიანი ეკუთვნოდა და მას Tuttosport-იც ეთანხმება, თუმცა უკანასკნელი მათგანის აზრით, ტეოს წითელი ბარათიც ეკუთვნოდა.

ფაბრიციო პასკუასთვის ძალიან დატვირთული და რთული თამაში აღმოჩნდა, რომელსაც მან თავი არც თუ ისე წარმატებით გაართვა.

მსაჯმა მილანს შეხვედრის ბოლო წუთზე აშკარა 11-მეტრიანი არ დაუნიშნა, რამაც ტეო ერნანდესის და ჯიჯო დონარუმას განრისხება გამოიწვია.

„ტეო ერნანდესსა და ტიემუ ბაკაიოკოს შორის აშკარა კონტაქტი იყო და გასაკვირია, თუ რატომ არ დანიშნა მან 11-მეტრიანი გადამოწმების შემდეგაც კი.“ დასძინა GdS-მა.

Tuttosport-ის თქმით, ტეო ერნანდესს ვიქტორ ოსიმენის წინააღმდეგ უხეშობის გამო წითელი ბარათი ეკუთვნოდა.

პასკუას იტალიურ მედიაში ასე აფასებენ:

Gazzetta: 5.5/10
Corriere: 4/10
Tuttosport: 5/10

გათიშვა