Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური მედია პიოლის აკრიტიკებს

ლაციოსთან მარცხის შემდეგ, იტალიურ მედიაში სტეფანო პიოლის მიმართ კრიტიკამ საგრძნობლად იმატა და ამის ერთ-ერთ ყველაზე მთავარი მიზეზი იენს-პეტერ ჰაუგეა.

ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი 3 აპრილს სამპდორიას წინააღმდეგ შეცვლაზე შემოვიდა, გოლი გაიტანა და როსონერი წაგებისგან იხსნა, თუმცა მას შემდეგ სტეფანო პიოლიმ ჰაუგეს 4 მატჩში სათამაშოდ არც ერთი წუთი არ მისცა, რაც მილანის შეტევაში არსებული პრობლემების ფონზე ორმაგად გასაკვირია.