Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიური მედია რეალი – ინტერის მთავარ არბიტრს აკრიტიკებს

იტალიური მედია ირწმუნება, რომ ინტერის გუშინდელ მარცხში მადრიდის რეალთან ძალიან დიდი წვლილი შეხვედრის მთავარ არბიტრს, კლემენ ტურპინს მიუძღვის.

შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე კარიმ ბენზემამ აშრაფ ჰაკიმის ცუდი პასის შედეგად გახსნა, თუმცა მოროკოელ ფეხბურთელზე ფერლანდ მენდიმ თამაშის წესები აშკარად დაარღვია და გოლი უნდა გაუქმებულიყო.

Gazzetta dello Sport-ში ვკუთხულობთ:“ აშრაფ ჰაკიმის უხეში შეცდომა აშაკაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფერლანდ მენდიმ მოროკოელის წინააღმდეგ თამაშის წესები აშკარად დაარღვია. რეალის ფეხბურთელმა ჰაკიმის ორივე ხელი ჰკრა და ტურპინს უდაოდ ჯარიმა უნდა დაეფიქსირებინა.

„სამწუხაროდ ჯარიმა არც ლაინსმენმა არ დააფიქსირა და მადრიდის რეალს დაუმსახურებელი გოლი ჩაეთვალა, ეს დიდი შეცდომა იყო, რომელმაც მატჩზე უდიდესი გავლენა იქონია.“