Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური მედიის აზრით, ინტერს დე პაულის გასაფორმებელი ფული არ აქვს

როდრიგო დე პაული უკვე რამდენიმე წელია, რაც ნერაძურის სატრანსფერო სამიზნეა და ინტერი მის გაფორმებას ზაფხულშიც შეეცება, თუმცა ფინანსური სიტუაციის გამო მათ არგენტინელი ფეხბურთელსი დამატება გაუჭირდებათ.           

Il Giorno-ს მტკიცებით, უდინეზე თავისი კაპიტნის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც Suning-ი ამ ეტაპზე ფინანსური კრიზისის გამო ვერ გადაიხდის.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი მის სანაცვლოდ ლივერპულის ჟორჟინიო ვეინალდუმის დამატებას შეეცდება, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ მარტივად საქმე არც აქ არის, რადგან ფეხბურთელი საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვს და ამის გარდა, მის ტრანსფერზე კონკურენციაც ძალიან დიდია.