Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იტალიური პრესის მიმოხილვა

13 იანვარი, 2021

მილანი წინ მიიწევს
Coppa Italia: პენალტების სერიაში ტორინო დამარცხებულია, 5 – 4
ძირითად დროში 0 – 0 შემდეგ, ჩალჰანოღლუს მე-10 პენალტის წყალობით როსონერი მომდევნო ეტაპზეა და ყველა ფრონტზე ლიდერობს
იბრამ ერთი ტაიმი ითამაშა
მომდევნო ეტაპზე შესაძლოა მილანური დერბი ვიხილოთ

ინტერი – იუვენტუსი
საუკეთესო შეტევა საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ
დღეს კი Coppa გრძელდება
ფიორენტინა – ინტერი, ერიქსენი ძირითადში და კიდევ ერთი შანსი

იუვენტუსი – ჯენოა
ბერნარდესკი, ბუფონი და კიელინი სასტარტოში იქნებიან

იბრა დაბრუნდა,  11-მეტრიანების შემდეგ მომდევნო ეტაპზე მილანი გავიდა

დღეს კვირის დიდი მატჩის წინ ბოლო რეპეტიციაა
კონტე ერიქსენს ძირითადში აყენებს
პირლო კი ბუფონი-კიელინის დუეტს ენდობა
რონალდუ და ბონუჩი ისვენებენ

ლოტიტო-ფრიდკინი, სუპერ დერბი პრეზიდენტებს შორის
ბიანკოჩელესტის მფლობელი უკვე ვეტერანია, 36 დერბი მის ზურგს უკან
ამერიკელისთვის კი ეს პირველი გამოცდილება იქნება

FIGC-ს ახალი პრეზიდენტი 22 თებერვალს გაირკვევა

იუვენტუსი – ჯენოა X6
დღეს ისინი ერთმანეთ კოპაზე დაუპირისპირდებიან, თუმცა მათ შორის დიდი გაცვლები იგეგმება
პეტრელი და პორტანოვა ჯენოაში, როველა იუვეში, სკამაკაზე საუბრები კვლავ მიდის, პიაცას ბედი გაურკვეველია, შომურადოვი ზაფხულში

მილანი დერბის მოლოდინში
როსონერიმ ტორო პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ფიორენტინა – ინტერის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება