Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

14 ივნისი, 2021

GdS:

ერიქსენი საავადმყოფოდან:“ ყველას დიდი მადლობა, მე არ დავნებდები“
სიტყვები ჩემპიონისგან მწვრთნელს და თანაგუნდელებს:“ მე თავს კარგად ვგრძნობ, მინდა გავიგო, თუ რა მოხდა, მთელი ინტერის სამყაროს მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ძალიან მეხამრება“
ექიმი:“ ის მკვდარი იყო, ჩვენ კრისტიანი გადავარჩინეთ“

სიმონ კიაერი მილანის კაპიტანი ხდება ?
ქომაგები დანიელისთვის სამკლაურის გადაცემას ითხოვენ, გუნდი წინააღმდეგი არ არის

სერია ა-ს ყველა ფეხბურთელი პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გაივლის

ძვირფასო პრემიერ ლიგა, გინდათ ბერარდი ? გადაიხადეთ 50 მილიონი

მილანი – ჟირუ
2-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 4 მილიონი შეთანხმებულია, ახლა ჩელსის ჯერია

CdS

ექიმი, რომელმაც ერიქსენი იხსნა:“ კრისტიანი მკვდარი იყო“
დანიელი, რომელსაც მატჩის დროს გული გაუჩერდა, ახლა თავს კარგად გრძნობს
ცუდად გახდომის მიზეზი კვლავ უცნობია

ინგლისმა და ნიდერლანდებმა ხორვატია და უკრაინა დაამარცხეს
თუმცა იტალიისნაირი არც ერთი არ არის

აძურის ვერატი უბრუნდება, ის შვეიცარიის წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება
ბერარდი თავს უკეთესად გრძნობს, სასტარტოში კი დი ლორენცოს ვიხილავთ

Tuttosport:

მორატა: იუვე, მე ვრჩები
ესპანელმა აღიარა:“ ჩვენ ოფიციალურ განცხადებას ველოდებით, მაგრამ მე სპორტულ დირექტორთან უკვე ვისაუბრე. იმედია წინ უკეთესი სეზონი გველოდება“

ბუფონი: პარმა, მე ვბრუნდები
20 წლის შემდეგ, ჯიჯი ჯალობლუს რიგებში ბრუნდება. 2-წლიანი კონტრაქტი მზად არის, მას პარმას სერია ა-ში დაბრუნება სურს