Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

3 ივლისი, 2021

Gazzetta dello Sport:

ოლე იტალია
ბელგია დამარცხებულია, ჩვენ საუკეთესოებს შორის დავბრუნდით
სამშაბათს უემბლიზე ნახევარფინალი ესპანეთის წინააღმდეგ
ბრძოლა მიუნხენში და ფანტასტიკური აძური
ბარელას და ინსინიეს მაგია, სუპერ ჯიჯო, მონსტრი კიელინი და დანებებული ლუკაკუ
სპინაცოლას დრამა: ცრემლები და მისთვის ტურნირი დასრულდა
რანიერი:“ ჩვენ ევროპის მოგება დავიმსახურეთ“
მანჩინი:“ დიდებული იტალია, ყოველგვარი შიშის გარეშე“

ინგლისი, მათი ოცნებების გზა უკრაინაზე გადის

მოუმ რომას ქომაგები უკვე გააგიჟა
„ფრიდკინ, მე საჩუქრებს ველოდები“

სპალეტი ნეაპოლშია
ის დე ლაურენტისს ემერსონს სთხოვს

რევოლუცია სერია ა-ში
სეზონის მეორე ნახევარი პირველისგან განსხვავებული იქნება
ასიმეტრიულ კალენდარს მხარი დაუჭირეს

Corriere dello Sport:

მითხარით, რომ ეს მართალია !
ფანტასტიკური იტალია გერმანიაში: ბელგია დამარცხებულია, ჩვენ ნახევარფინალში ვართ
ბარელას და ინსინიეს გოლებით აძურიმ იმარჯვა
ახლა უემბლიზე ესპანეთის ჯერია
მანჩინი:“ ჩვენ ლიმიტი არ გვაქვს“

ამბიციური პროექტები
ახალი მწვრთნელების პირველი დღე რომასა და ნაპოლიში
მოურინიო:“ მე აქ გამარჯვებისთვის მოვედი“
მას ტრიგორიას ბაზაზე უამრავი ქომაგი მიესალმა
„ეს გამოწვევა ენთუზიაზმით მავსებს, მე გუნდისგან საჩუქრებს ველოდები, ქომაგები შესანიშნავები არიან“
სპალეტი:“ მე ბოლომდე დავიხარჯები“
დე ლაურენტისი მას კასტელ ვოლტურნოში დახვდა

Tuttosport:

შენ ულამაზესი ხარ !
ბელგია დამარცხებულია: იტალია ნახევარფინალში ესპანეთის წინააღმდეგ
რომში კი უკრაინა – ინგლისი

იუვენტუსი მაქსისთვის, საგანძური უკვე იქ არის
რაბიოდან კულუშევსკიმდე
ფრანგი და შვედი ფეხბურთელები მაქსის ხელში ახალ დონეზე ავლენ
ბენტანკურის და არტურის ბედს კი ალეგრი გადაწყვეტს

სერია ა-ს კალენდარი
რევოლუცია: მეორე წრე პირველისგან განსხვავებული იქნება

მოუ, ის უკვე შოუს დგამს
„რომა, მე შენ მწვერვალზე აგიყვან“