Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

14 ივლისი, 2021

Gazzetta dello Sport:

მილანი, ჟირუ და სხვები
როსონერი ფორვარდის მოლოდინში, ვლაშიჩი გუნდის პრიორიტეტი ხდება
ფრანგი იტალიაში ხვალ ჩაფრინდება და მილანთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
ხორვატი ნახევარმცველის ტრანსფერზე ცსკასთან მოლაპარაკებები გრძელდება
რუსებს 30 მილიონი სურთ, მალდინი იჯარას სთავაზობს, გამოსყიდვის შესაძლებლობით

იუვენტუსი, შესანიშნავი მაჩვენებლები ევროპის ჩემპიონატზე
ალეგრი: თავი II იწყება
უემბლის გმირები მზად არიან
ბონუჩი, კიელინი, კიეზა და ახლად დაქორწინებული ბერნარდესკი
და ლოკატელი…
გვირგვინი, გორილები და ხუმრობები
ეს კაპიტანი კიელინის შოუა
მოედნიდან სოციალურ ქსელებამდე

Corriere dello Sport:

ინსინიე, გაურკვეველი მომავალი
ევროპაზე ტრიუმფის შემდეგ, მისი ნაპოლიში დარჩენა საეჭვოა

კიელინი იბიცაზე ისვენებს, მაგრამ მის კონტრაქტზე ჯერჯერობით არაფერი ისმის

რიო პატრისიო მოურინიოს კედელია
რომა, ახალი კიპერი ნაპოვნია

ფელიპე, ისარი სარისთვის
ის ლაციოში დაბრუნდა

მანჩინის გეგმა მსოფლიოზე
იტალია სექტემბერში შეიკრიბება, შემდეგ ერთა ლიგა და უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი კატარში

დონარუმა მილანს დაემშვიდობა
ის უკვე პსჟ-ს ფეხბურთელია

მილანი ჟირუს მოლოდინში
ფრანგ ფორვარდს ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და ის 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

Tuttosport:

შეტევა მეფეზე
UEFA-მ საუკეთესო თერთმეტეულში დონარუმა, ბონუჩი, სპინაცოლა, ჟორჟინიო და კიეზა შეიყვანა, მაგრამ არა კიელინი
კაპიტანი კი მომავალზე ფიქრობს: კიდევ 1 სეზონი იუვესთან

ახალი სერია ა დღეს
ცერემონია DAZN-ში და მომდევნო სეზონის კალენდარი დღეს გაირკვევა

კაირო ბელოტის:“ მე შენი შენარჩუნება მინდა“
მაგრამ რომა დანებებას არ აპირებს