Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

16 ივლისი, 2021

Gazzetta dello Sport:

CR7, მე ვბრუნდები და ვრჩები
რონალდუ ტურინში 25 ივლისს ჩაფრინდება
მისი აგენტი მენდეში ანიელის უახლოეს დღეებში გაესაუბრება
შესაძლოა კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება და ხელფასის გადანაწილება

ნანდესი იდეაა
ინტერი ურუგვაელ ფეხბურთელს უმიზნებს
კალიარი სანაცვლოდ ნაინგოლანს და აგოუმეს მიიღებს

ჟირუ იტალიაშია
დღეს ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მილანთან კონტრაქტს გააფორმებს
როსონერის შემდეგ სამიზნეები კაიო ჟორჟე და ბალო-ტურე იქნებიან

ნახვამდის კიევო, ზღაპარი დასრულდა
მფრინავი ვირები სერია ბ-დან მოკვეთეს

Corriere dello Sport:

მაქსიდან სარიმდე, დიდი ბოსები დაბრუნდნენ: ვარსკვლავური მწვრთნელების სეზონი დაიწყო
ალეგრი საქმეს უკვე შეუდგა, ის რონალდუს მოლოდინშია
ბიანკონერი ბუკმეიკერების აზრით სკუდეტოს ფავორიტია, მას ინტერი მოსდევს
მოურინიოსთან და სპალეტისთან ერთად, სანახაობა გარანტირებულია

ძანიოლოს გოლი და კაპიტნის სამკლაური მოურინიოს დებიუტში
რომამ მონტეკატინის 10 გოლი გაუტანა

ნაპოლი, ოსიმენი პროექტის ცენტრში
პარტენოპეიმ ვარჯიში განაახლა

გრავინას გეგმა
მწვანე საშვები მოედანზე და ბოლომდე გახსნილი სტადიონები

Tuttosport:

ის არ იყიდება
ბაიერნი, ჩელსი, სიტი, ლივერპული: კიეზა ყველას უნდა, მაგრამ იუვე უარზეა
არტური KO, მას დღეს ოპერაცია ჩაუტარდება და 3 თვე იუქმებს
კერუბინი ლოკატელის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

ანდრეა, დარჩი ტოროში ჩვენთან
ბელოტის თანაგუნდელები დარჩენისკენ მოუწოდებენ

მილანმა ჟირუს ტრანსფერი შეათანხმა
ფრანგი უკვე იტალიაშია და კონტრაქტს დღეს გააფორმებს

ინტერი, პრობლემა ლაუტარო
ნერაძური არგენტინელთან ახალ კონტრაქტს ვერ ათანხმებს