Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

18 ივლისი, 2021

Gazzetta dello Sport:

საკი:” ალეგრი სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია, მოურინიოსგან შოუს ველოდები“

გადამწყვეტი კვირა სატრანსფერო ფანჯარაზე ინტერისა და იუვესთვის
ნანდესი-ლოკა: ორივე მათგანი თანახმაა
კალიარის ურუგვაელ ფეხბურთელს ნერაძურის რიგებში სურს
ლოკატელის კი მხოლოდ ტურინში უნდა
მოლაპარაკებები გრძელდება

ბრაჰიმის 10 და ჟირუს ‘დაწყევლილი’ 9

ინძაგი, პირველი გამარჯვება სიმონეს ეპოქაში
დიმარკო და სატრიანო ახალი ტალანტები

Corriere dello Sport:

კორონა ვირუსი ბრუნდება, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია საქმეში ერევა
სპეცია, 8 პოზიტიური შემთხვევა, სერია ა-ში ვაქცინაცია იგეგმება

იუვე-იკარდი
პსჟ-ს ის აღარ სჭირდება
თუ მბაპე რეალში გადაბარგდება, რონალდუ-მაუროს ბარტერი რეალური ხდება

სატირანო – ინტერის აღმოჩენა

მილანი
ჟირუ არის, შემდეგი დიასი და ტურე
როსონერი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს

ინსინიე, კონტრაქტი როგორც მესის
დე ლაურენტისს ლორენცოს შენარჩუნება კარიერის ბოლომდე სურს
მისი ხელფასი კვალვ პრობლემად რჩება

Tuttosport:

იტალიური პასტა იუვესთვის
ევროპის ჩემპიონები ბონუჩი და კიელინი ტიტულს აღნიშნავენ და ბიანკოენრისთან ერთად შესანიშნავი სეზონისთვის ემზადებიან
გაუფრთხილდით მათ, უემბლის პოდიუმი საკმარისი არ არის

იცო:“ ბელოტი, ჩვენ შენი შენარჩუნება გვსურს“

ინტერმა სატრიანო აღმოაჩინა

ჟირუ:“ მილანი სკუდეტოსთვის იბრძოლებს“