Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

19 ივლისი, 2021

Gazzetta dello Sport:

ინტერ, მოუსმინე ლუკაკუს:” ჩვენ ჩემპიონები ვართ“
ბელგიელი გიგანტი მზად არის
ის ადრე დგება, ბევრს ვარჯიშობს და თანაგუნდელებს მომდევნო კვირას, ამერიკაში შეუერთდება

მილანი საუბრობს ფრანგულად
პაპინის თანხმობა:“ ჟირუ ნამდვილი ცხრიანია, მენიო და ტურე შესანიშნავი დანამატები არიან“

CR7 და მისი ეჭვები: გადაწყვეტილების მიღების დროა
იუვენტუსი მას ელოდება, რონალდუ კი მისტერიულია

Corriere dello Sport:

რონალდუ: მე გადავწყვეტ
გაურკვეველი პოსტი ინსტაგრამზე
საფრანგეთში კი მის პოტენციურ ტრანსფერზე საუბარი არ წყდება
CR7-ის პოსტი:“გადაწყვეტილების მიღების დროა“
მას ტურინში 25 ივლისს ელოდებიან, მაგრამ გეგმა ‘ბ’ უკვე არსებობს

მოურინიომ ჯეკოს კაპიტნის სამკლაური დაუბრუნა
რომამ ტერნანა 2 – 0 დაამარცხა

ოსიმენის პოკერი, სპალეტის დებიუტი და შოუ
ნაპოლიმ ანაუნია 12 – 0 გაანადგურა
30 მილიონი ინსინიეს სანაცვლოდ
პარტენოპეი კაპიტნის გარეშე მომავალს გეგმავს

Tuttosport:

CR7 – უკუთვლა დაიწყო
რონალდუს ტურინში 25 ივლისს ელოდებიან
გადამწყვეტი კვირა მის მომავალთან დაკავშირებით: იუვე მისგან პასუხს ელოდება, კრიშტიანუს კი ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, მისი აგენტი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

იურიჩის ტორო უკვე იკბინება
აგრესია და იდეები: 11 – 0