Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

29 სექტემბერი, 2021

Gazzetta dello Sport:

მილანი გაძარცვეს
ჩემპიონთა ლიგა, ჩაკირის და VAR-ის შეცდომები როსონერის ძვირად დაუჯდა
დომინაცია ატლეტიკოზე და ლეაოს გოლი
შემდეგ კი საქმეში მსაჯი ჩაერთო: გაძევებული კესი და მოგონილი პენალტი, 1 – 2
პიოლი:“ მსაჯს საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჰქონდა“

შერიფმა ინტერი საფრთხეში ჩააგდო
ჯეკომ და კომპანიამ უკრაინაში მხოლოდ ქულა მოიპოვეს
მოლდოველები კი არ ჩერდებიან: რეალის ნოკ-აუტი

იუვე, ჩემპიონები ჩემპიონების წინააღმდეგ
ტურინში ბიანკონერი ლიგის გამარჯვებულებს დაუპირისპირდებიან
კანტე კოვიდ-დადებითია, ის ვერ ითამაშებს
კიელინიდან ლოკატელიმდე, უემბლის გმირები ლუკაკუს ჩელსის წინააღმდეგ

შესანიშნავი შანსი ატალანტას, ისინი პირველი ადგილისთვის იბრძვიან

მესის ეფექტი, სიტი დამარცხებულია
თუმცა პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი დონარუმა იყო

Corriere dello Sport:

მილან, ეს მიუღებელია
სამწუხარო საღამო როსონერისთვის, ყველაფერი უფრო გართულდა
კესის წითელი, მოგონილი 11-მეტრიანი და მარცხი ატლეტიკოსთან
პიოლი:“ მსაჯების შეცდომა ძვირად დაგვიჯდა“

ინტერი, ზედმეტად ბევრი განიავებული შანსი, კიდევ ერთი ფრე კიევში, შახტარის წინააღმდეგ
შერიფმა კი რეალი დაამარცხა, ისინი ჯგუფის ლიდერები არიან

იუვე ჩემპიონების წინააღმდეგ
კინი-ლუკაკუს დუელი შეტევაში

ბოლლონია
რანიერის აჩრდილი მიჰაილოვიჩის თავს

რომა
ძანიოლო უღირსი საქციელის გამო 10,000 ევროთი დაჯარიმდა

Tuttosport:

ჩემპიონთა ლიგა: დღეს ჩელსის წინააღმდეგ
„მე იუვენტუსს შევცვლი“
ალეგრი:“ ჩვენ როტაციას მივმართავთ“
„მე მაქვს ამბიცია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და მიზანი სწორედ ეს არის“

მილანი გაძარცვეს
ლეაოს გოლი, გაძევებული კესი და გაუგონარი 11-მეტრიანი 97-ე წუთზე

ინტერ, შენ მეტი უნდა შეძლო
ზედიზედ მესამე ფრე შახტარის წინააღმდეგ
გაცუდებული შანსები და ჯგუფში ჩარჩენის რისკები იზრდება
შერიფმა რეალი ესპანეთში დაამარცხა

ატალანტა
გასპერინი: წინ დეა, ბერგამო შენთან ერთად არის!
იანგ ბოისი და პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის მატჩი ბერგამოში
მურიელი დაბრუნდა

პსჟ-მ სიტი დაამარცხა: 2 – 0
მესის მაგია და გახარებული პსჟ
პირველი ფრანგული გოლი ლეოს, 121-ე ჩემპიონთა ლიგაზე