Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

30 სექტემბერი, 2021

Gazzetta dello Sport:

ევროპის ქალბატონი
ჩემპიონთა ლიგა: იუვენტუსმა იმარჯვა, ჩემპიონი დამარცხდა
ორგანიზებული და სოლიდური გუნდი ჩელსის წინააღმდეგ: ლუკაკუ განეიტრალიზებულია
სუპერ კიეზა გადამწყვეტია
ალეგრი:“ ასეთი მონდომება ჩვენ შორს წაგვიყვანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს არ მოსწონს“

ბარსელონა, წარუმატებლობას ბოლო არ უჩანს
ბაიერნმა დინამო გაანადგურა
ატალანტა
გასპერინის ბიჭები დაბრუნდნენ
პესინა-გოლი და ზეიმი
ლა დეამ იანგ ბოისი დაამარცხა

CR7-ის 178-ე გოლი ლიგაზე
მან თავის გუნდს 3 ქულა ბოლო წამზე მოუტანა

ევროპა ლიგა
აძური სპარტაკს უმასპინძლებს, სარი ლოკომოტივს ეწვევა
სპალეტი:“ ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვინდა“

ფრთხილად, ინტერ
დიდი ხვრელი ფინანსებში
მათ ევროპიდან შემოსავლები სჭირდებათ, ჯგუფში ჩარჩენა კატასტროფა იქნება

მილან, შენ მართალი ხარ!
გაბრაზება მსაჯების შეცდომების გამო
უეფამ შესაძლოა ჩაკირი დასაჯოს

Corriere dello Sport:

ალეგრი, დიდებული გამარჯვება
რეალური იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე: ჩელსი დამარცხებულია, ტურინელებს ქულათა მაქსიმუმი აქვთ
სუპერ კიეზას გადამწყვეტი გოლი
მწვრთნელი:“ ეს გამარჯვება ახალი ათვლის წერტილი უნდა გახდეს“
ბიანკონერი დიბალას და მორატას გარეშე: ფედერიკო, როგორც ცენტრ-ფორვარდი
„ჩვენ ყველანი მწვრთნელის გვერდით ვართ’

პესინა ატალანტას მიუძღვის, რონალდუმ იუნაიტედი გადაარჩინა, ბარსელონას კიდევ ერთი მარცხი

მოტივირებული ინსინიე
„ასეთი ძლიერები არასოდეს ვყოფილვართ“
ნაპოლი და ლაციო ევროპა ლიგაზე
აძური მარადონაზე სპარტაკს მიიღებს
სპალეტი როტაციას გეგმავს
სარი კი კალენდარით უკმაყოფილოა
„მატჩები ერთანეთთან ზედმეტად ახლოს არის“
მათი მეტოქე ლოკომოტივი იქნება

მოუ:“ ჩვენ დერბი წავაგეთ, მაგრამ მოტივირებულებივართ“
კონფერენს ლიგა, რომა ზორიას ესტუმრება


Tuttosport:

ეს იუვეა!
დიდებული გამარჯვება ჩელსისთან, ევროპის ჩემპიონებთან, პირველი ადგილი ჯგუფში
ბერნარდესკის პასი, კიეზას გოლი და შესანიშნავი ორგანიზება დაცვაში

ლა დეა
პესინამ იანგ ბოისი დაამარცხა და ბერგამოელები ჯგუფში გალიდერდნენ
გასპერინი:” შესანიშნავი საღამო და დიდი ენთზიაზმი“

CR7-ის გოლი 95-ე წუთზე
იუნაიტედმა ვილიარეალს თამაში შემოუტრიალა

ევროპის და კონფერენს ლიგები: ნაპოლი და ლაციოს რუსული გამოცდის წინაშე
რომა უკრაინაში

მილანი გაძარცვეს
ჩაკირი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან მოკვეთონ