Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

8 ოქტომბერი, 2021

Gazzetta dello Sport:

პიოლი ამბობს – სკუდეტო!
მილანის მწვრთნელის გამოწვევა
„ჩვენ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფის დაძლევა ჯერ კიდევ შეგვიძლია“
„ჩემი კონტრაქტი ? ეს პრობლემა არ არის, მილანში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“

იტალიის გადატვირთვა
რასპადორი და არა მხოლოდ ის: შანსი მესამე ადგილისთვის
კვირას, ერთა ლიგის მატჩები

სან სირო ტეოსთვის
შესანიშნავი საფრანგეთი, ერნანდესმა ლუკაკუს აჯობა
ბელგია დამარცხებულია, ფინალში მათ ესპანეთი ელით

ჯოია ცხოვრების ბოლომდე
იუვეს სიმბოლო, კონტრაქტი 2026 წლამდე

მონტელა
„ბალოტელის ნაკრებში დაბრუნება სურს“

პრინცი და… კონტე
ნიუკასლი არაბებმა იყიდეს, მათ ინტერის ყოფილი ბოსის გაფორმება სურთ
პრემიერ ლიგა კიდევ უფრო გამდიდრდა

შესვენების შემდეგ, სტადიონები 75 პროცენტით იხსნება
მთავრობამ გუნდებს მწვანე შუქი აუნთო, გუნდები სეზონურ ბილეთებზე ფიქრობენ

Corriere dello Sport:

აგენტი დონარუმას იცავს:
„სირცხვილია, მილანს კი მოქმედება მართებდა“
„მას ცუდი არაფერ იგაუკეთებია, როსონერის ხელმძღვანელობის სიჩუმის გამო იმედგაცრუებული ვარ“

საფრანგეთი, დიდებული ქამბექი
ბელგია და იტალია მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ
მანჩინი რასპადორის ძირითადში დაყენებას გეგმავს

სტადიონები 75 პროცენტით გაიხსნა

ინტერის განგაშის ზარი
ლაუტარომ ნაკრებში ტრავმა მიიღო და პარაგვაისთან მატჩი გამოტოვა
მისი თამაში ლაციოსთან საეჭვოა

Tuttosport:

ფორვარდების აუქციონი
იუვემ უნდა გადაწყვიტოს: 35 მილიონი მორატას სანაცვლოდ, თუ ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლა, რომელსაც უამრავი გრანდი ეპატიჟება
სიტი ჰაალანდისთვის იბრძოლებს, მბაპე რეალში წავა, ვლაჰოვიჩი ?

ერთა ლიგა, შესანიშნავი საფრანგეთი! 0 – 2 დან 3 – 2 და ისინი ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდებიან
იტალია – ბელგია მესამე ადგილისთვის

იბრა მილანს აბედნიერებს
ის ზედმეტი დატვირთვით ვარჯიშობს, რომ სანაკრებო პაუზის დასრულებისთვის მზად იყოს

ლაუტარო – ინტერის განძი და ტრავმა ნაკრებში
მისი თამაში ლაციოსთან საეჭვოა

ბელოტი-ტორო
კაირო:“ მას კონტრაქტის გაფორმება არ სურს“