Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

24 ნოემბერი, 2021

Gazzetta dello Sport:

იუვე არის 4
ჩემპიონთა ლიგა: ჩელსიმ 4-0 იმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა
გუნდი ზიანის გამოსწორებას ცდილობს: 50 მილიონი ვლაჰოვიჩისთვის უკვე მზად არის

ატალანტამ ცხოვრება თავად გაირთულა
მათ ბოლო ტურში ვილიარეალის დამარცხება მოუწევთ
მურიელის გოლით ბერგამოელებმა მარცხი თავიდან აიცილეს, 3-3

წინ, ინტერ
ინძაგი პლეი-ოფს უახლოვდება, რომელშიც ნერაძური 10 წელია არ ყოფილა
სან სირო: დაამარცხე შახტარი და უქომაგე რეალს

დარჩი იქ, მილან
პიოლი სასწაულის მოლოდინში:“ ატლეტიკო ჩვენი ბოლო შანსია“
მათ მადრიდში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ

ლევანდოვსკი დიდებულ სვლას განაგრობს

ბარსელონა შეჩერებულია, მათი ჯგუფში ჩარჩენა საკმაოდ რეალური

ოსიმჰენმა ოპერაცია გაიკეთა
ქირურგი:“ საშინელი დაზიანებები“
ნაპოლიმ ის 3 თვე დაკარგა
ევროპა ლიგა, სპალეტი მოსკოვში

Corriere dello Sport:

პატარა იუვე
ჩელსის 4 გოლი და ისინი ჯგუფში ლიდერები არიან
ალეგრი:“ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ“
ბონუჩი:“ ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და ატალანტაზე ვიფიქროთ“

ატალანტას ფრე იანგ ბოისთან, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მათ ვილიარეალის დამარცხება სჭირდებათ

იუნაიტედი რონალდუს წყალობით მომდევნო ეტაპზეა

ინტერი, ინძაგი მოტივირებულია:“ ჩვენ პლეი-ოფში აუცილებლად გავალთ“
შახტარი სახლში, შერიფი რეალს უმასპინძლებს

მილანის ბოლო შანსი
მათ ატლეტიკოსთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ

ნაპოლი, 3 თვე ოსიმჰენის გარეშე
ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა, მაგრამ მას დიდი დრო სჭირდება
იქამდე კი აძური მოსკოვისთვის ემზადება: სპალეტის ინსინიეც დააკლდა

Tuttosport:

უსირცხვილო
იუვე, რომლის ყურებაც შეუძლებელია, ისინი ლონდონში დანებდნენ
საფეხბურთო გაკვეთილი ჩელსის მხრიდან, რომელმაც ბიანკონერი გაანადგურა და პირველი ადგილი დაიკავა

ატალანტას ფრე იანგ ბოისის წინააღმდეგ
ბერგამოელებს პლეი-ოფში გასასვლელად ვილიარეალის დამარცხება მოუწევთ

მილანი, ყველაფერი ან არაფერი
მათ ატლეტიკო უნდა დაამარცხონ, რომ ოცნება გააგრძელონ

ინტერის მატჩ-პოინტი
ნერაძურიმ შახტარს უნდა სძლიოს და რეალმა არ უნდა წააგოს
ასეთ შემთხვევაში ინძაგი პლეი-ოფშია