Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

5 დეკემბერი, 2021

Gazzetta dello Sport:

მილანელების დღე
როსონერი პირველზეა, ინტერი -1
კესი და სალმაკერსი სალერნიტანასთვის საკმარისი აღმოჩნდა
პელეგრი კვლავ ტრავმირებულია, იბრამ დაისვენა
ინტერმა კი მოურინიო გაანადგურა
3-0 ოლიმპიკოზე, ჩალჰანოღლუს გოლი კუთხურიდან და ჯეკოს გოლი, რომელიც არ აღნიშნა

ლა დეა ბრძოლაშია
ნაპოლიმ თამაში წააგო და ლიდერობა დათმო
შოუ მარადონაზე და ვერდიქტი: ატალანტა გამარჯვებულია და სკუდეტოსთვის იბრძოლებს
გასპერინი:“ სკუდეტო ? ჯერ ძალიან ადრეა“

მხოლოდ 7 გოლი სახლში
იუვე დიბალა-მორატას იმედზე, რომ მათ გოლების სიმწირე გადალახონ
ბიანკონერის მეტოქე დასუსტებული ჯენოაა

Corriere dello Sport:

ორმაგი გასწრება
ატალანტამ მარადონაზე იმარჯვა და მილანურ გუნდებს შანსი მისცა
გასპერინიმ ნაპოლი დაამარცხა
სპალეტი:“ ჩვენ კარგად ვითამაშეთ“

ინტერმა რომა გაანადგურა 3-0
ნერაძური, მოურინიოს კოშმარი
ინძაგის გუნდს ლიდერებთან 1 ქულა აშორებს

მილანი ლიდერია
როსონერიმ სალერნიტანა დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

ალეგრი:“ ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ“
დღეს ჯენოა-იუვენტუსია
მაქსი:“ გამოძიება ? ჩვენ მშვიდად ვართ. გუნდს გამარჯვებათა სერია სჭირდება“
მორატა-დიბალას დუეტი

Tuttosport:

მილანი კვლავ 1 ადგილზეა
როსონერიმ სალერნიტანა დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა

დიდებული დეა! დიდებული ინტერი!
ატალანტამ ნაპოლის თამაში შემოუტრიალა, ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და მილანს გალიდერების საშუალება მისცა
ინტერის ძალების დემონსტრირება რომასთან, ისინი მეორე ადგილზე არიან
დიდებული ბრძოლა სკუდეტოსთვის: 4 გუნდი 4 ქულის რადიუსში

მაქსი:“ გამოძიება არ გვაშინებს“
იუვე ჯენოას მოლოდინში:“ ჩვენ მშვიდად ვართ და ვიცით, რომ გამარჯვება გვჭირდება“

სამპდორია-ლაციო, შეცდომების გარეშე

ტოროს ტრანსფერები
5 მილიონი ვერასთვის
მილანს კი პობეგას გაყიდვა არ სურს