Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

7 დეკემბერი, 2021

Gazzetta dello Sport:

ფერეროს შოკი
სამპდორიას პრეზიდენტი დაკავებულია
მან გუნდში დაკავებული პოსტი უკვე ოფიციალურად დატოვა

იმღერე მილან!
კალჩოს უდიდესი სცენა: სან სიროს ლივერპული ეწვევა
ბოლო 90 წუთი ჩემპიონთა ლიგაზე დასარჩენად
ლეაო ვერ ითამაშებს, ყველაფერი იბრას კისერზე, მაგრამ გამარჯვება შესაძლოა საკმარისი არ იყოს
ყველაფერი პორტუ-ატლეტიკოს მატჩზეც არის დამოკიდებული, კლიპი კი მილანის წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით იქნება

რეალური გამოცდა ინძაგისთვის ბერნაბეუზე
ისინი მომდევნო ეტაპზე უკვე გასულები არიან, მაგრამ გამარჯვებული პირველ ადგილს მოიპოვებს

დიბალა, საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ
იუვე მზად არის მას კონტრაქტი შობამდე გაუხანგრძლივოს

რჩევა ტოტისგან
რომა, შენ ნამდვილი ჩემპიონები გჭირდება

Corriere dello Sport:

ჩემპიონატში გალიდერებულები, მილანი და ინტერი ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ემზადებიან
ჩვენ ევროპა ვართ
პიოლი იბრასთან ერთად პლეი-ოფისთვის, კლიპი როტაციას გეგმავს
ინძაგი ბერნაბეუზე პრესტიჟისთვის: მას ანჩელოტის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება სურს
მილანს ლეაო ვერ დაეხმარება, მესიასი ძირითადში
ლაუტარო კი ანტი-მადრიდის შეტევას გაუძღვება

ფერერო დაპატიმრებულია
მან სამპდორია უკვე დატოვა, გუნდი მის საქმეებთან დაკავშირებული არ არის

ძენგა: სპალეტის და გასპერინის ოსკარი ეკუთვნით
„ისინი მწირი რესურსებით დიდებულ შედეგს დებენ“

ჩიროს მუხლის ტრავმა აქვს
ის შემოწმებას დღეს გაივლის

ტოტი
„დღევანდელ რომაში ნამდვილი ჩემპიონები არ თამაშობენ, გუნდმა ეს უნდა გამოასწოროს“

Tuttosport:

ტორო, საჩუქარი მაცარის
კარბონის ავტო-გოლის გამო გრანატა დაწინაურდა, თუმცა პედროს დიდებული გოლით კალიარიმ ქულა გადაარჩინა

ემპოლის დიდი ქამბექი უდინეზესთან

წინ, იბრა!
მილანის პრობლემები შეტევაში, მაგრამ მათ ლივერპული უნდა დაამარცხონ

შენ ეს შეგიძლია, ინტერ!
ნერაძური მადრიდში რეალის დამარცხებას ეცდება
სასწორზე ჯგუფის პირველი ადგილი დევს

იუვე-რონალდუ
გამოძიება გრძელდება, მაგრამ როგორც ჩანს კრიშტიანუს ტრანსფერზე პრობლემა არ არსებობს

მიწისძვრა სამპდორიას თავს
ფერერო დააკავეს, მან პრეზიდენტის პოსტი დატოვა