Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

11 მაისი, 2022

Gazzetta dello Sport:

დიდი ფინალი
კოპა იტალია: იუვე-ინტერი ოლიმპიკოზე
ალეგრი:“ ეს ჩვენი შანსია, რომ სეზონი ტიტულის გარეშე არ დავასრულოთ“
უცნაური საღამო დიბალასთვის
მარკიზიო:“ თუ იუვე გამარჯვებას მოახერხებს, გუნდის სეზონის შეფასება 6 ქულით შეიძლება“
ეტო’ო:“ იყავით მებრძოლები ისე, როგორც ჩვენ“

ჰოლანდის დომინოს ეფექტი
მანჩესტერ სიტი, გუარდიოლასმისი ცხრიანი ჰყავს
მისმა ტრანსფერმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს: მბაპე, ლევა, ლუკაკუ და სხვები

დიავოლო სკუდეტოსთვის
ტეოსთან, ჟირუსთან და ლეაუსთან ერთად, პიოლი ანტი-ატალანტას მილანს ამზადებს

Corriere dello Sport:

შეცდომების უფლების გარეშე
კოპა იტალია, ფინალი იუვენტუსსა და ინტერს შორის
ეს მატჩი პრესტიჟზე მეტია
ალეგრის სეზონის გადარჩენა, ინძაგის კი გამეორება შეუძლია
მაქსი ფსონს დიბალაზე აკეთებს

ჰოლანდი პეპის ბანაკს შეუერთდა
მანჩესტერ სიტის ოპერაცია საერთო ჯამში 260 მილიონი დაუჯდება

მოურინიოს თხოვნა სერია ა-ს
ჟოზეს ტორინოსთან მატჩის გადმოტანა სურს, რომ კონფერენს ლიგის ფინალში დასვენებული შემადგენლობა ჰყავდეს

VAR-ის შეცდომები და რევოლუცია
სერია ა-ში ‘ჩელენჯის’ შემოღებაზე ალაპარაკდნენ

Tuttosport:

ლიპი ფინალზე საუბრობს
„იუვე შეშინებული არასოდეს არის“
„ბიანკონერის რიგებში სიტყვა გადაღლილობა არ არსებობს, გუნდი აშკარად ვითარდება.“
ალეგრი:“ დიბალა ითამაშებს“
ინძაგი:“ ჩვენ ძლიერი ხასიათის და გულის ხარჯზე უნდა მოვიგოთ“
დი მარია, კიდევ ერთი დახმარება იუვენტუსს